“საბურთალოს” მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის “შახტარში” გადასვლის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა იგორ ციგანიკმა – უკრაინელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ქართველ მცველს “დნიპრო-1” იწვევდა, მაგრამ მან ომში მყოფი ქვეყნის კლუბში თამაში არ ისურვა.
შეგახსენებთ, რომ “შახტარი” ორგზის ლტოლვილი გუნდია – უეფას თასის (ევროპალიგის წინამორბედი) მფლობელი, უკრაინის 13-გზის ჩემპიონი, ამდენჯერვე უკრაინის თასის გათამაშების გამარჯვებული და უკრაინის სუპერთასის 9-გზის მფლობელი, საბჭოთა დროში კი, თასის 4-გზის ტრიუმფატორია.
გუნდი საშინაო მატჩებს ატარებდა “დონბას არენაზე”, მაგრამ 2014 წელს რუსული ოკუპაციის გამო, ჯერ კიევში გადასახლდა, 24 თებერვალს კი, უკრაინაში რუსეთის მასშტაბული შეჭრის შემდეგ, არენა მეორედ შეიცვალა და ახლა ლვოვში თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კი პოლონეთში ატარებს.
“ზაფხულში იყო შანსი, გიორგი გოჩოლეიშვილი “დნიპრო-1-ში“ მოხვედრილიყო. ვიცი, რომ კლუბი სერიოზულად იყო დაინტერესებული ამ ფეხბურთელით, “საბურთალოსაც” მიმართა და თავად ფეხბურთელსაც. თავიდან გოჩოლეიშვილი დათანხმდა, შემდეგ კი, ომის გამო, უკრაინაში წასვლაზე უარი თქვა.
ახლა ვხედავთ, რომ ფეხბურთელი “შახტარმა” გადაიბირა. დონეცკელებმა ასე იციან – რომელიმე გუნდი იპოვის მოთამაშეს და შემდეგ “შახტარი” ცდილობს, რომ სხვისი აღმოჩენით ისარგებლოს. ეს კლუბის საქმეა და სათქმელიც არაფერია. როგორც მივხვდი, ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
ზამთრის დასაწყისიდან გოჩოლეიშვილი დონეცკის “შახტარის” მარჯვენა მცველი გახდება. ამ პოზიციაზე კი პრობლემებია. ის სწრაფი ფეხბურთელია, ძალიან კარგი დრიბლინგით, მაგრამ უკრაინაში ბევრმა ქართველმა ლეგიონერმა თავი ვერ გამოავლინა”, – ამბობს ციგანიკმა საკუთარ “იუთუბ არხზე” Tsyganyk Live-ზე.
ადვოკატი: