“თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას”-მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,რო თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებასა და სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.

კითხვაზე, რა აზრის არის იმ აგრესიაზე, რასაც რუსეთი ამჟამად უკრაინის მიმართ ახორციელებს, მევლუთ ჩავუშოღლუმ უპასუხა, რომ ის ესაუბრა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სერგეი ლავროვსა და დიმიტრი კულებას. პარასკევს კი თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან გასაუბრებას გეგმავს.

„ჩვენ კავშირში ვართ ორივე მხარესთან და მოვუწოდებთ სიმშვიდისა და დეესკალაციისკენ,“- აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *