საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანდრეი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კასიანოვთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები განხილული არ იქნება.

„დაბარებულია სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა- განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება“,- განაცხადეს სამინისტროში.

თავის მხრივ, როგორც კასიანოვმა ჟურნალისტებთან განმარტა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მიდის, შეხვედრაზე კი საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ.

advokat / ადვოკატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *