სალომე ზურაბიშვილი – ვინც თავისი წარმატებით საქართვლოს ასახელებს, იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ

“იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისი წარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომით და ჟინით შეძლეს და საქართველოს ასახელეს: კულტურაში, სპორტში თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მჯერა, რომისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან ერთად და ინიციატივებთან ერთად დანერგავენ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ქვეყნისთვის ახალ პერსპექტივებს შექმნიან. 

იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას და ჩვენი ქვეყნის საკუთრებას. იმედი გვიჩნდება, მაშინ, როცა იქ მცხოვრები ქართველები ყოველგვარ შევიწროებას უმკლავდებიან და არ თმობენ არც ქართულ ენას და არც ქართველობას”.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სიტყვით მიმართვისას.

ადვოკატი/advokati

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *