26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს, კერძოდ 1918 წლის 26 მაისს, კვირას, დღის 5:10 საათზე თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი , რომლის პირველ პუნქტში ეწერა ,,ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”. 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ადვოკატი/advokati

