“რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ”- ვლადიმერ ზელენსკი

რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ჩვენ ომს ვერ შევაჩერებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენცკიმ ასევე აღნიშნა,რომ მას ამ დიალოგის წარმართვის არ ეშინია.

„სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ აღიარა. ყველა გარეპარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი გავაკეთოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *