პოლონეთი უკრაინას ავიაგამანადგურებლებს მიაწვდის

პოლონეთი უკრაინას ავია გამანადგურებლებს მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ჩეხ კოლეგასთან პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უახლოეს დღეებში კიევში საბჭოთა წარმოების ოთხი MiG-29 გამანადგურებელი გაიგზავნება.

პოლონეთი აღნიშნული შეიარაღების მიწოდებას მომავალშიც განაგრძობს. ეს უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველი ოფიციალური დადასტურებაა – მსგავსი ტექნიკის მოკავშირეთაგან მიწოდებას უკრაინა რუსეთის ინტერვენციის პირველი დღეებიდანვე ითხოვს. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის შემდეგ უკვე სლოვაკეთი უკრაინას მიგ-29 ტიპის გამანადგურებლებს გადასცემს.

ადვოკატი/advokati

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *