“პიჯაკების საქმე” 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქალაქო სასამართლოში განიხილება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს “პიჯაკების საქმის” განხილვა მთავარ ბრალდებულთან, მიხეილ სააკაშვილთან, ერთად 2 დეკემბერს მოუწევს.

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი, საამართლო პროცესის პარალელურად საზოგადოებას შეკრებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ადგილზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს.

“უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“ , რომ მართლა ძალიან ბევრნი ვართ. თითქოს ადრე იძახდნენ, რომ ასი კაცი ვართ, ორასი კაცი ვართ, არა. ჩვენ მართლა ძალიან ბევრნი ვართ და მიშა არის მართლა გმირი და პატრიოტი. ყველაფერი გადადო გვერდზე, როგორც მოგეხსენებათ და ჩამოვიდა საქართველოში, შეუერთდა ქართველ ხალს და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე.”-განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისცემს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელ პროცესზე დასწრების ნებართვას, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *