“ლელოს” საპარლამენტო ჯგუფმა დღეს პარლამენტში ბრიფინგი გამართა “ქართულ ოცნებას” მოუწოდა დაიწყოს რეალური სამუშაო პროცესი კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, დღეიდან ერთადერთი დღის წესრიგი, რაც უნდა არსებობდეს პარლამენტში, ეს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაა, მაგრამ რეალობა ისაა, მიმდინარე კვირას, ფაქტობრივად, საკანონმდებლო ორგანოში არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა.
“12 პუნქტის შესრულება, საქართველოს პარლამენტისთვის, რეალურად არ წარმოადგენს პირორიტეტს. ამას ადასტურებს მაგალითად უკვე გასული კვირა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტში არ ჩატარებულა არცერთი საკომიტეტო სხდომა, ორი სხდომის გარდა, ამ ორ სხდომაზე გატანილი იყო ორი საკითხი მხოლოდ. […] არცერთი არ ეხებოდა 12 პუნქტის შესრულებას. დანარჩენი კომიტეტები და მათი ხელმძღვანელები, როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ პარლამენტს აქვს დასვენების ფუფუნება მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვითხრეს მეგობრებმა ბრიუსელიდან, რომ გრჩებათ ცოტა დრო 12 პუნქტის შესასრულებლად.
მაშინ, როდესაც ძალიან კრიტიკული ორი დასკვნა ჩამოვიდა ვენეციის კომისიიდან და ორივე დასკვნა აჩვენებს, რომ ამ ეტაპისთვის არ არის შემუშავებული ის პროექტები, რომელიც შეასრულებდა 12 პუნქტის მოთხოვნას. მე ხელთ მაქვს მრავალიდან მხოლოდ ერთი, “ლელოს” მიერ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან მრავალდღიანი მუშაობის შედეგად შეჯერებული სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ზუსტად, პუნქტობრივად პასუხობს იმ საკითხებს, რაზეც მითითებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში. ეს კანონპროექტი მოვამზადეთ და დავაინიცირეთ ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის დასაწყისში, ახლა არის საგაზაფხულო სესია და პარლამენტს განხილვაც კი არ დაუწყია არცერთ კომიტეტზე”, – თქვა ნაცვლიშვილმა.
ადვოკატი/advokati