ოპოზიცია მიდის, აწვდიან მცდარ ინფორმაციებს – სარჯველაძე ნედ პრაისის განცხადებაზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია და მიკერძოებული ორგანიზაციები აწვიდან ამერიკას მცდარ ინფორმაციას. ასე შეაფასა მან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ, უკუსვლა გამოიწვია.

“ოპოზიცია მიდის, აწვდიან მცდარ, ტყუილ ინფორმაციას, შემდეგ ამას მოჰყვება გარკვეული განცხადება, შემდეგ ძალიან სწრაფადვე ეს ყველაფერი გაფანტულია ხოლმე, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ არავითარი ფესვი, რეალური დასაყრდენი, ასეთი ტიპის განცხადებებს, რომელსაც აწვდიან ჩვენი მაგალითად არასამთავრობოები და მიკერძოებული ორგანიზაციები მაგალითად აშშ-ს ან ევროკავშირის, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ საფუძველი არ გააჩნია”, – თქვა სარჯველაძემ. 

მისი განცხადებით, გარკვეული დროა საჭირო, რომ “ზუსტი და სწორი” ინფორმაციის მიწოდება მოხერხდეს პარტნიორებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *