ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით – ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა.

დღეს ადვოკატმა ლაშა სუკაკიძემ შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი- მოთხოვნით: აიკრძალოს მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ომის პარტია. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორის, ლაშა შუკაკიძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს შეფასებულ იქნას ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა კონსტიტუციის 23-ე მუხლთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს პოლიტიკური პარტიების მოქმედების საზღვრებს, აგრეთვე მათი საქმიანობის დასაშვებ და ამკრძალავ სტანდარტებს,  23-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით. აგრეთვე სასამართლოს მხრიდან მ.პ.გ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობა უნდა შეაფასოს, როგორც მომავლის საფრთხემ ქვეყნის სუვერენიტეტთან მიმართბაში.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“   წევრებისა და ლიდერების მხრიდან გაკეთებული იქნა ათობით კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადება, რომლის მიზანსა და მოწოდებას წარმოადგენდა რომ, როგორმე საქართველო ჩათრეული ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომში, პარტია ეწეოდა აშკარა და ღია ომის  პროპაგანდას.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  –  განცხადებები მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების, სოციალური ქსელების, და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნების გამოყენებით, სისტემატიურად აკეთებდა მოწოდებას, ეწეოდა ომის პროპაგანდას, რათა  რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ დაპირისპირებაში საქართველო ჩაეთრიათ, რაც მათ საშუალებას მისცემდა კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და  ძალადობით შეცვლის  საშუალებას. სასამართლო პროცესზე ასევე შეფასდება და გამოიკითხებიან მოწმის სახით ის სახელმწიფო თანამდებობის პირები , რომლებმაც უარი განაცხადეს ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ,ომის პერიოდში უკრაინაში გამგზავრებაზე.

და ვიმედონობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად იქნება შეფასებული ყველა ის მტკიცებულება და გარემოება, რომლებიც მტკიცებულების სახითაა წარდგენილი სასამართლოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *