მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. კეროლი, რომელმაც მანამდე აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოუგო, აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ტრამპმა მას დამამცირებლად მიმართა.
ჯინ კეროლის თქმით, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “კეროლი ზედმეტად მახინჯია საიმისოდ, რომ მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა”. ელიზაბეთ ჯინ კეროლი სასამართლოში დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს.
შეგახსენებთ, სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმეში დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნო, გაუპატიურების ბრალდება კი არ გაიზიარა.
ადვოკატი/advokati