მედია – უკრაინის მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს

უკრაინის მინისტრთა კაბინეტში, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლება და გადანაცვლებები განხორციელდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხება, საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკოა, ასევე, შესაძლოა, თანამდებობა დატოვონ სპორტის მინისტრმა, ვადიმ ჰუტცაიტსმა და მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრმა, პაველ რიაბიკინმა.

თავის მხრივ, უკრაინის უმაღლეს რადაში სურთ, რომ უახლოეს ხანში შეიცვალოს უკრაინის განათლების და ვეტერანების საკითხთა მინისტრებიც.

უკრაინული მედია წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი მიიღებენ.

advokat / ადვოკატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *