კახა კალაძე განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“

თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“.

როგორც კალაძემ განაცხადა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული.

„მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა კალაძემ.

ადვოკატი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *