გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ორი დაკითხული სამართალდამცავების განცხადებით,უგულავამ მათ “ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანნიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *