გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის. ოფიციალური ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ Leopard 2-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას ესპანეთიც შეუერთდება, რომელიც საკითხზე სწორედ გერმანიის დადებით გადაწყვეტილებას ელოდებოდა.
გარდა ამისა, ფინეთმაც განაცხადა, რომ მცირე რაოდენობის Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას გადასცემს, თუ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც ამის გაკეთებას გადაწყვეტს.
advokat / ადვოკატი