გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში. 11:00-დან 18:15 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარისახო, ჩარგალი, კორშა, შუაფხო, როშკა, თხილიანა, გუდანი, გველეთი, გოგოლაურთა, ბაცალიგო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 11:15 საათამდე და 18:00-დან 18:15 საათამდე – სოფლებს მაღაროსკარი, ქალილო, გომეწარი, კუჭეჭა.

13:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სტეფანწმინდაში, ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

advokat / ადვოკატი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *