“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტია უერთდება 27 მაისს დაგეგმილ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიუტანოს გზავნილი და ასევე გააგებინოს საერთაშორისო აუდიტორიასაც, რომ ზურაბიშვილის ზოგადი საუბრები ევროპულ არჩევანზე, არაფრისმთქმელია, თუ ის “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს არ შეიწყალებს. 

“მინდა გავახსენო ყველას, რომ მას ეს ინსტრუმენტი წარსულში გამოყენებული აქვს ძალიან წინააღმდეგობრივ კრიმინალურ შემთხვევებზე და აქ, განსაკუთრებით გვარამიას შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური დევნის შემთხვეაში, სადაც ზედაპირზე დევს – ამ საქმისთვის არის გაკეთებული, რომ რეჟიმს ეჩვენებინა ყველასთვის, უტიფრად, თავხედურად შეიძლება დავიჭირო კრიტიკული მედიის მენეჯერი მისი კომპანიის მანქანის გამოყენებისთვის – ასეთი საქმისთვის არ იყენებს ამდენი ხანი. ეს ჩემთვის პოლიტიკური განაჩენია ამ პრეზიდენტზე. თუ მას სურს, რომ რაღაც მაინც გამოასწოროს მის მიერ გაფუჭებულ საქმეში, აი ეს არის მისი შესაძლებლობა, ახლაც კი და ამას უნდა მიეძღვნას ეს აქცია და ჩვენ ამ გზავნილს მივიტანთ”, – ამბობს ბოკერია.

ცნობისთვის, დღეს “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პარტია უერთდება  27 მაისს, 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას. აქციის ორგანიზატორი ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა. 

ადვოკატი/advokati

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *