“დევი მეზურნიშვილმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა მარიტას საბედისწერო სურვილის ასრულება” – რას წერს მარიტა მეფარიშვილის დედა?

ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის დედა ანა შო­ში­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში ის არის, რომ მა­რი­ტამ თავი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­წი­რა.

მო­ზარ­დის დედა მად­ლო­ბას უხ­დის ყვე­ლას, ვინც მათი ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა.

“ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, ჩვე­ნი მა­რი­ტა, რო­მელ­საც ბევ­რი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი… ჩვენ­მა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სიკ­ვდი­ლი არ არ­სე­ბობს, რად­გან გარ­დაც­ვა­ლე­ბა არის და­სა­წყი­სი ახა­ლი, მა­რა­დი­უ­ლი, ჭეშ­მა­რი­ტი ცხოვ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დრო­ე­ბით გან­გვა­შო­რებს ახ­ლობ­ლებს.

მა­რი­ტას მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­და­ნაც­ვლე­ბამ იმ­ქვეყ­ნი­ურ სამ­ყა­რო­ში, უმ­ძი­მე­სი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში, მისი თავ­გან­წირ­ვაა მე­გობ­რე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. მა­რი­ტა სი­კე­თის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და მე­გობ­რო­ბის­თვის იყო მოვ­ლე­ნი­ლი ამ­ქვეყ­ნად. მისი ხსოვ­ნის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად, უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც მა­რი­ტას­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად მო­ვი­და, ან ვერ მო­ვი­და და გა­ი­ზი­ა­რა მწუ­ხა­რე­ბა მისი უდ­რო­ოდ გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მად­ლო­ბა მა­რი­ტას კლა­სე­ლებს, მე­გობ­რებს, თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, ახ­ლობ­ლებს, უცხო ადა­მი­ა­ნებს, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი.ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ანს, დევი მე­ზურ­ნიშ­ვილს, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად მო­ა­ხერ­ხა მა­რი­ტას სა­ბე­დის­წე­რო სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა, მისი მე­გობ­რე­ბის ლა­ზა­რეს და ან­დრი­ას გა­დარ­ჩე­ნა.

დიდი მად­ლო­ბა ექი­მებს, რომ­ლებ­მაც ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვენს უწ­მინ­დესს და უნე­ტა­რესს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ილია მე­ო­რეს, რომ­ლის სი­ტყვებ­მა ამ უმ­ძი­მეს წუ­თებ­ში გვა­ნუ­გე­შა.

მად­ლო­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს, მე­უ­ფე გე­რა­სი­მეს და ყვე­ლა სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მა­რი­ტას­თვის ლოც­ვას აღავ­ლე­ნენ.უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩვენს მო­ძღვრებს, მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას და მამა საბა ჭი­კა­ი­ძეს ამ სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ასე­თი თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის, იმ გა­დამ­დე­ბი სიმ­შვი­დის­თვის, რო­მე­ლიც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არის და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის. მა­რი­ტას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, მათ მიერ წარ­მოთ­ქმულ­მა სი­ტყვამ, გაგ­ვაძ­ლი­ე­რა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ლო­ცუ­ლობს ჩვე­ნი შვი­ლის­თვის.

ჩვე­ნი მხი­ა­რუ­ლი მა­რი­ტა, რო­მელ­საც უყ­ვარ­და მის გარ­შე­მო მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, მე­გობ­რე­ბი, ჩოგ­ბურ­თი სწო­რედ კორ­ტე­ბი იყო გზის და­სა­წყი­სი მისი ნა­თე­ლი მო­მავ­ლის­კენ,კორ­ტე­ბი გახ­და გზის და­სა­წყი­სი მა­რა­დი­უ­ლი სა­სუ­ფევ­ლის­კენ. ჩვე­ნი პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­საც ბევ­რი ოც­ნე­ბა დარ­ჩა აუხ­დე­ნე­ლი” – წერს მა­რი­ტას დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას და­ზუს­ტდა კვა­ლი­ფი­კა­ცია და გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბით, რაც გუ­ლის­ხმობს ელექტრო ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, რა­საც მოჰ­ყვა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი 4-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 9 პირი და­ა­კა­ვა. მათ სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *